კულინარია

ძროხის ხორცი ჟელატინითა და ბროწეულით

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.02, 2023 წელი

ძროხის ხორცი ბროწეულით
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი ძროხის ხორცი

🔸 2 სტაფილო

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

🔸 ნახევარი ბროწეული

🔸 ნახევარი ქილა სიმინდი

🔸 600 მილილიტრი მდუღარე წყალი

🔸 ძროხის ბულიონის ფხვნილი - 1, 5 ჩაის კოვზი

🔸 15 გრამი ჟელატინი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

ძროხის ხორცი გარეცხეთ, შეამშრალეთ, წაუსვით ცოტა მარილი და მოათავსეთ ქვაბში. მასთან ერთად ჩადეთ გასუფთავებული 1 სტაფილო, დაასხით 50 -100 მილილიტრი წყალი და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ მდგომარეობაში საათი-საათნახევრის განმავლობაში. აიღეთ კექსის ფორმა და ძირში ჩაყარეთ ბროწეული. ჩაყარეთ სიმინდი და წვრილად დაჭრილი მეორე სტაფილო. აქა იქ ჩააფინეთ ოხრახუშის ფოთლები. შემდეგ უკვე მზა ხორცი დააქუცმაცეთ და მოათავსეთ ფორმაში. 600 მილილიტრი წყალი აადუღეთ, შეურიეთ ძროხის ხორცის ბულიონის კუბიკი. ასევე, შეურიეთ წინასწარ, წესისამებრ მომზადებული ჟელატინი. როცა ჟელატინი ბოლომდე გადნება, მიღებული სითხე დაასხით ხორცს ფორმაში და შედგით მაცივარში. ორი საათის შემდეგ გამოიღეთ და ფართო ლანგარზე დაამხეთ პირქვე. ძალიან ლამაზ ფორმას მიიღებს - მიირთვით, უგემრიელესია.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი