ძროხის ხორცი სოკოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.09, 2021 წელი
საინტერესო და გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 900 გრამი ძროხის ხორცი
🔸 300 გრამი ქამა სოკო
🔸 250 გრამი არაჟანი
🔸 1 თავი თეთრი ხახვი, 1 თავი წითელი ხახვი
🔸 1 კონა კამა, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი დაჭერით წვრილად. სოკო გაარჩიეთ. გააცხელეთ ტაფა და დაასხით მასზე მცირე რაოდენობით ზეთი. მოხრაკეთ მასზე ხორცი. საჭიროა ეს ძლიერ ცეცხლზე გააკეთოთ. დაუმატეთ სოკო და ერთად მოხრაკეთ. აურიეთ ხშირად. ორივე ფერის ხახვი დაჭერით კუბიკებად. მოაყარეთ ხორცს. დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ 30 წუთის განმავლობაში. მოასხით არაჟანი, აურიეთ და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან