კულინარია

ძროხის ენა პიკანტურ სოუსში

№21

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.05, 2023 წელი

ძროხის ენა
დაკოპირებულია

მარტივი და გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 5 ლიტრი წყალი

🔸 1 ცალი ძროხის ენა

🔸 150 გრამი ქერის ბურღული

🔸 5 ცალი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 ცალი სტაფილო

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 4 ცალი მჟავე კიტრი

🔸 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 20 გრამი კარაქი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნები

🔸 ნიახური და კამა ტოტებიანად

🔸 ოხრახუში, მწვანე ხახვი

🔸 3 ცალი დაფნის ფოთოლი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ძროხის ენა ძალიან კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, ჩაყარეთ დაფნის ფოთლები და მოხარშეთ. მოხსენით ქაფი და ჩაუმატეთ ხახვი, სტაფილო, ასევე, ნიახური და კამა – ტოტებიანად. ბოლოს კი ბულიონში ცოტა მარილი და პილპილიც ჩაუმატეთ. ამოიღეთ ენა, გააცივეთ და გაასუფთავეთ.

ბულიონი გადაწურეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაყარეთ გარეცხილი ქერის ბურღული, ჩაუმატეთ დაჭრილი ენა.

ცოტა მწვანე ხახვი დაჭერით და მოშუშეთ კარაქში, შემდეგ შეურიეთ წვნიანს, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ბულგარული წიწაკა და მჟავე კიტრი, გახეხილი მოხარშული სტაფილო და შეურიეთ ტომატ-პასტა. ქერის ბურღული რომ მოიხარშება, გადმოდგით და მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი