კულინარია

ჩიზქეიქი მარტივად

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.02, 2023 წელი

ჩიზქეიქი მარტივად
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 50 გრამი „ხლებცი“

🔸 50 გრამი ორცხობილა

🔸 500 გრამი ხაჭო

🔸 250 გრამი არაჟანი

🔸 2 შეკვრა ჟელატინი

🔸 40 გრამი შაქარი

🔸 4 სადილის კოვზი შაქრის პუდრა

🔸 კარაქი

🔸 60 გრამი ქოქოსის ფხვნილი

🔸 1 შეკვრა ვანილის შაქარი

🔸 ცოტა თაფლი, ან სიროფი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჟელატინს დაასხით ცხელი წყალი. ანუ, მოამზადეთ ისე, როგორც ინსტრუქციაში იქნება ნაჩვენები. ხაჭო დააბლენდერეთ, აქციეთ კრემივით მასად. ცალკე ათქვიფეთ არაჟანი შაქრის პუდრთან და ვანილთან ერთად. ხაჭოს ნელ-ნელა შეურიეთ არაჟნიანი მასა და ათქვიფეთ. შემდეგ ძალიან ფრთხილად შეურიეთ მიღებული ჟელე და მიქსერით ათქვიფეთ. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი და ქოქოსის ფხვნილი. მუდმივად ურიეთ. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, გადმოდგით. დააქუცმაცეთ „ხლებცი“, ორცხობილა კი დაფხვენით. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ცოტა თაფლი, ან სიროფი. ეს მასა ჩატკეპნეთ ფორმაში. ზემოდან დაასხით ჟელეიანი მასა და სულ ბოლოს ქოქოსის ფენა. შედგით მაცივარში და დატოვეთ მთელი ღამით. შემოხსენით ფორმა. შეგიძლიათ, მორთოთ ნებისმიერი კენკრით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი