კულინარია

ბულიონში მოხარშული პელმენი

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.02, 2023 წელი

ბულიონში მოხარშული
პელმენი
დაკოპირებულია

გემრიელი პელმენის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი - 1 კვერცხი, 450 გრამი ფქვილი (ან ცოტა მეტი), 250 მილილიტრი წყალი, ერთი კუბიკი ქათმის ბულიონი.

შიგთავსი:

🔸 500 გრამი ქათმის ფილე

🔸 1 ხახვი

🔸 1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 ცოტა ქათმის ბულიონი - 1 ჩაის კოვზი.

მომზადების წესი 👩‍🍳

250 გრამ მდუღარე წყალში გახსენით კუბიკის ბულიონი. თასში ჩაახალეთ კვერცხი და ათქვიფეთ. გაცერით ფქვილი, ჩაასხით ფქვილში გათქვეფილი კვერცხი და ნელი მორევით შეურიეთ ფქვილს. შემდეგ დაუმატეთ ბულიონი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ მისგან ბურთი. ცომი ელასტიკური უნდა გამოვიდეს. შეახვიეთ ცელოფანში და გააჩერეთ 10 წუთი.

შიგთავსისთვის ხახვი და ნიორი წვრილად დაკეპეთ, მოშუშეთ ზეთში ერთად. ქათმის ფილე ბლენდერით ან ჩოფერით დააქუცმაცეთ. შეურიეთ მოშუშული ხახვი და ნიორი. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ბულიონი.

ცომი გააბრტყელეთ, ამოჭერით ჭიქით რგოლები და სათითაოდ გააბრტყელეთ. ცომში კოვზით ჩადეთ ფარში და გააკეთეთ პელმენები. მოხარშეთ მდუღარე მარილიან წყალში. ხარშვისას ცოტა ზეთი ჩაუმატეთ.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი