კულინარია

ბროკოლი ხორცით არაჟნის სოუსში

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.04, 2023 წელი

ბროკოლი ხორცით
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ბროკოლი ხორცით არაჟნის სოუსში.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 თავი ბროკოლი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 50 გრამი კარაქი

🔸 200 გრამი ქათმის ფილე

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 100 მილილიტრი არაჟანი

🔸 100 გრამი ყველი პარმეზანი

🔸 ორეგანო

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

გაადნეთ კარაქი ტაფაზე და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაამატეთ, ასევე, წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი. დაჭერით ბროკოლი და ისიც დაამატეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. 2 წუთის შემდეგ კი – წვრილად დაჭრილი ნიორი. კარგად მოურიეთ და დაამატეთ არაჟანი. მოაყარეთ ორეგანო. დაელოდეთ, ოდნავ წამოდუღდეს. მოაყარეთ გახეხილი ყველი და 5 წუთი შუშეთ.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი