ბრინჯი ბადრიჯნითა და პომიდვრით (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.04, 2021 წელი
გემრიელი სამარხვო მენიუ „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები: 350 გრამი ბადრიჯანი, 2 ცალი პომიდორი, 125 გრამი ბრინჯი, 4 სადილის კოვზი კუნჯუტი, 6 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 კბილი ნიორი, მარილი.
მომზადების წესი: ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაუმატეთ ცოტა მარილი, მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხარშეთ ბრინჯი 20 წუთის განმავლობაში. ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად. 1,5 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. ჩაალაგეთ ცივ, მარილიან წყალში 10 წუთი და მერე დაწურეთ. პომიდორი გარეცხეთ. დაჭერით სიბრტყეზე 1 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. ნიორი გაარჩიეთ და გასრისეთ.
ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. მოშუშეთ მასზე ნიორი. მერე შეწვით ბადრიჯნის რგოლები ორივე მხრიდან. მოხალეთ კუნჯუტი მშრალ, ცხელ ტაფაზე. მოხარშული ბრინჯი გადაწურეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი. აურიეთ. დაუმატეთ კუნჯუტი და კიდევ აურიეთ. მოზრდილ თასში, ფსკერზე ორ ფენად მოათავსეთ ბადრიჯანი. მოაყარეთ ბრინჯის მასის ნახევარი. შემდეგ დაალაგეთ პომიდვრის ფენა. მერე ისევ ბრინჯი. ბოლოს კი ბადრიჯანი. მორთეთ პომიდვრით. შეგიძლიათ, გადმოატრიალოთ თასზე და ტორტი–სალათა ისე გააფორმოთ.
სხვა კერძები „თბილისელების“ სამარხვო მენიუდან:
◾ სამარხვო სალათა - ბრინჯით და სოკოთი
◾ სამარხვო კატლეტი - მწვანე ბარდით
◾ სამარხვო ცომეული - კარტოფილის ლავაში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან