კულინარია

ბოსტნეულის რაგუ ხორცით

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.10, 2021 წელი

ბოსტნეულის რაგუ
დაკოპირებულია

სა­ჭ­ი­რო ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბი:

🔸 2 ცა­ლი სტა­ფ­ი­ლო

🔸 2 ძი­რი ოხ­რ­ა­ხ­უ­შ­ი

🔸 1 თა­ვი ხა­ხ­ვი

🔸 300 გრა­მი პო­მ­ი­დ­ვ­რ­ის სო­უ­სი

🔸 10 ცა­ლი პო­მ­ი­დ­ო­რი ჩე­რი

🔸 4 სა­დ­ი­ლ­ის კო­ვ­ზი სო­ი­ის სო­უ­სი

🔸 2 კბი­ლი ნი­ო­რი

🔸250 მი­ლ­ი­ლ­ი­ტ­რი წი­თ­ე­ლი ნა­ხ­ე­ვ­რ­ად ტკბი­ლი ღვი­ნო

🔸 1 ცა­ლი მო­ზ­რ­დ­ი­ლი ბა­დ­რ­ი­ჯ­ა­ნი

🔸 5 სა­დ­ი­ლ­ის კო­ვ­ზი ზე­თი

🔸 120 გრა­მი მა­გ­ა­რი ყვე­ლი

🔸 600 გრა­მი ქა­თ­მ­ის ან ინ­დ­ა­უ­რ­ის ფა­რ­ში, ცო­ტა ორ­ე­გ­ა­ნო, სუ­ნ­ე­ლი, მა­რ­ი­ლი.

მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის წე­სი 👩‍🍳

სტა­ფ­ი­ლო და ოხ­რ­ა­ხ­უ­ში და­ჭ­ე­რ­ით წვრი­ლ­ად. ხა­ხ­ვი – ნა­ხ­ე­ვ­ა­რ­რ­გ­ო­ლ­ე­ბ­ად. 2 სა­დ­ი­ლ­ის კოვზ ზე­თ­ში მო­შ­უ­შ­ეთ სტა­ფ­ი­ლო და ოხ­რ­ა­ხ­უ­ში, და­უ­მ­ა­ტ­ეთ ხა­ხ­ვი, წვრი­ლ­ად და­ჭ­რ­ი­ლი ნი­ო­რი და აუ­რ­ი­ეთ. შე­უ­რ­ი­ეთ ფა­რ­შ­ში და კა­რ­გ­ად აზ­ი­ლ­ეთ, ჩა­ნ­გ­ლ­ით ეს უკ­ე­თ­ე­ს­ად გა­მ­ო­გ­ი­ვ­ათ. რო­ცა ხო­რ­ცი მო­ი­შ­უ­შ­ე­ბა, და­უ­მ­ა­ტ­ეთ პომიდვირის სოუსი, ორ­ე­გ­ა­ნო და ცო­ტა სუ­ნ­ე­ლი. და­ა­ს­ხ­ით ღვი­ნო, აუ­რ­ი­ეთ და მო­შ­უ­შ­ეთ, სა­ნ­ამ ალ­კ­ო­ჰ­ო­ლი არ ამ­ო­შ­რ­ე­ბა. შე­უ­რ­ი­ეთ სო­ი­ის სო­უ­სი. და­უ­კ­ე­ლ­ით ცეცხლს და შუ­შ­ეთ თა­ვ­დ­ა­ხ­უ­რ­ულ ტა­ფ­ა­ში. რო­ცა გა­მ­ზ­ა­დ­დ­ე­ბა, გა­დ­მ­ო­დ­გ­ით ცე­ც­ხ­ლ­ი­დ­ან.

ბა­დ­რ­ი­ჯ­ა­ნი და­ჭ­ე­რ­ით თხელ ფი­რ­ფ­ი­ტ­ე­ბ­ად. მო­ა­ყ­ა­რ­ეთ მა­რ­ი­ლი. გა­ა­ჩ­ე­რ­ეთ ცო­ტა ხა­ნი და გა­დ­ა­რ­ე­ც­ხ­ეთ გა­მ­დ­ი­ნ­ა­რე წყა­ლ­ში. შე­მ­დ­ეგ და­წ­უ­რ­ეთ. შე­ბ­რ­ა­წ­ეთ ზე­თ­ი­ან ტა­ფ­ა­ზე ორ­ი­ვე მხრი­დ­ან.

ფა­რ­შ­ის ორი მე­ს­ა­მ­ე­დი მო­ა­თ­ა­ვ­ს­ეთ ღრმა ცე­ც­ხ­ლ­გ­ა­მ­ძ­ლე ჭუ­რ­ჭ­ე­ლ­ში. ბა­დ­რ­ი­ჯ­ა­ნი და­ა­ხ­ვ­ი­ეთ და ისე ჩა­ა­ლ­ა­გ­ეთ ფა­რ­შ­ში. და­რ­ჩ­ე­ნ­ი­ლი ფა­რ­ში კო­ვ­ზ­ით ჩა­ა­ლ­ა­გ­ეთ ბა­დ­რ­ი­ჯ­ნ­ე­ბ­ში. მო­ა­ყ­ა­რ­ეთ და­ფ­ხ­ვ­ნ­ი­ლი ყვე­ლი, მო­ა­თ­ა­ვ­ს­ეთ ცხელ აი­რ­ღ­უ­მ­ე­ლ­ში 15 წუ­თ­ის გა­ნ­მ­ა­ვ­ლ­ო­ბ­ა­ში.

გა­მ­ო­ი­ღ­ეთ, მო­ა­ყ­ა­რ­ეთ შუ­ა­ში გა­ჭ­რ­ი­ლი ჩე­რი და მზა­დ­აა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი