კულინარია

ბოსტნეულის ღვეზელი

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.05, 2021 წელი

ბოსტნეულის ღვეზელი
დაკოპირებულია

გემრიელი რეცეპტები „თბილისელებისგან“:

საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი ყველი, 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 1 თავი ხახვი, 3 ცალი ყაბაყი, 1 ცალი ბადრიჯანი, 7 სუფრის კოვზი ცივი წყალი, 100 გრამი კარაქი, 100 გრამი ნიგოზი, 300 გრამი ფქვილი, 100 მილილიტრი რძე, 5 კვერცხი, ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ფქვილს დაამატეთ დაფქული ნიგოზი, მარილი და აურიეთ კარაქთან ერთად. დაამატეთ წყალი და მიღებული ცომი მოათავსეთ მაცივარში, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი წიწაკა და განაგრძეთ შუშვა. ცალკე შეწვით ფირფიტებად დაჭრილი ბადრიჯანი და ყაბაყი. ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ ფორმაში. ზემოდან დაალაგეთ ბადრიჯანი, ყაბაყი, მოშუშული წიწაკა და მოაყარეთ ყველი. მოამზადეთ სოუსი – რძეს და კვერცხს დაამატეთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და ათქვიფეთ. მოასხით ყველს და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი