კულინარია

ბეკონში გახვეული ქათმის ფილე

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.04, 2021 წელი

ფილე ბეკონში
დაკოპირებულია

ქათმის კერძი „თბილისელებისგან“:

საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი ქათმის ფილე, 30 გრამი ნიგოზი, 1 კონა ქონდარი, 1 მოზრდილი კბილი ნიორი, 130 გრამი მაგარი ყველი, 50 გრამი კარაქი. 280 გრამი ბეკონი, 1 კილო პომიდორი, 1 თავი ხახვი, ზეთი, შავი პილპილი და ცოტა მარილი.

მომზადების წესი: ფილე დაყავით ულუფებად. თითო­ეულში გააკეთეთ ჯიბე. წაუსვით ცოტა მარილი და პილპილი – ექვსი-შვიდი ნაჭერი გამოვა. ქონდარი წვრილად დაჭერით და გასრისეთ კარგად პატარა თასში ნიორთან, ნიგოზთან და ცოტა მარილთან ერთად.

ბლენდერით კარგად აურიეთ გახეხილი ყველი და კარაქი. შეურიეთ ამ მასას და მოაყარეთ ცოტა პილპილი. ორი ჩაის კოვზი ეს შიგთავსი ჩადეთ ფილეს ჯიბეში. ყველა ფილე სათითაოდ გადაახვიეთ ბეკონში. მოათავსეთ საყინულეში 30 წუთის განმავლობაში.

პომიდორს გადაავლეთ მდუღარე. გადააცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად. ხახვი დაჭერით თხლად. ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. მოშუშეთ მასზე ხახვი. დაუმატეთ პომიდორი. მარილი, პილპილი. აურიეთ კარგად და შუშეთ დაახლოებით 15 წუთი. გამოიღეთ მაცივრიდან რულეტები და შეწვით ყველა მხრიდან. ლანგარზე დაასხით პომიდვრის სოუსი და მზა რულეტები მასში ჩააწყვეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი