არაჟნის ღვეზელი მანდარინითა და კივით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.11, 2021 წელი
არაჟნის ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი ფქვილი - ცომისთვის
🔸 2 სადილის კოვზი ფქვილი – მოსასხმელად
🔸 100 გრამი კარაქი
🔸 1 ჩაის კოვზი მანდარინის ცედრა
🔸 400 გრამი არაჟანი
🔸 4 სადილის კოვზი შაქარი – ცომისთვის და მოსასხმელად
🔸 1 შეკვრა ვანილი, 2 ცალი მანდარინი, 2 ცალი კივი.
მომზადების წესი 👩🍳
ფქვილი გაცერით, ჩაყარეთ თასში და შეურიეთ 2 სადილის კოვზი შაქარი, მანდარინის ცედრა, დარბილებული კარაქი და ხელით კარგად ასრისეთ. მიღებული ფხვიერი ცომი ჩატკეპნეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ცალკე მიქსერით ათქვიფეთ არაჟანი, შაქარი, 2 სადილის კოვზი ფქვილი და ვანილი. მოასხით ფხვიერ ცომს ზემოდან. ზედაპირზე დაალაგეთ დაჭრილი კივი და მანდარინი.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან