იუმორი

ზნაჩიტ, თავი სტკივა...

№28

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.07, 2021 წელი

დიმიტრი ვანიძე
დაკოპირებულია

გურიიდან თბილისში ყაბალახით ჩამოსულმა დიმიტრი ვანიძემ რუსთაველზე (მაშინდელი გოლოვინსკის პროსპექტზე) გასეირნება გადაწყვიტა. 

ასე, თავზე ყაბალახწაკრულმა გაიარ-გამოიარა და მიტროფანე ლაღიძის წყლის მირთმევა რომ გადაწყვიტა, ვიღაც თბილისელმა კინტომ ღიმილით ჰკითხა – ძიაჯან, თავი ხომ არა გტკივაო. დიმიტრი ვანიძემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და იმ გაღიმებულ კინტოს ისეთი მუშტი უთავაზა, რომ კინტო გოლოვინსკზე გაიშხლართა, მაგრამ მაშინვე წამოხტა და დიმიტრი ვანიძეს ხულიგნობისთვის უჩივლა. ბატონი დიმიტრი დააპატიმრეს და ჰაუპტვახტზე მიაბრძანეს (სადაც ახლა კინო რუსთაველია, იქ იდგა მაშინ ჰაუპტვახტი), მაგრამ მალევე გაუშვეს, რადგან ქართველებმა თავდების გამოსასყიდი გადაიხადეს. მალევე შედგა სასამართლოც, სადაც გაკვირვებული კინტო მოსამართლეს მონდომებით უხსნიდა: „ერთიც ვნახოთ მოვდივარ გოლოვინსკზედ და რასა ვხედავ – კაცს თავი აქვს ქალივით წაკრული და ოხრამს, რა უნდა მეფიქრნა, ზნაჩიტ თავი სტკივა, ეგრე არ არის?..“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი