იუმორი

უცნობი ისპანახი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.06, 2022 წელი

ზურა შევარდნაძე
დაკოპირებულია

ზურა შევარდნაძე ჰყვება: 

„გურიაში ისპანახი არ ვიცით. იქ ნესტია და არ ხარობს, მეც პირველად ის ჩემს დეიდებთან გავსინჯე მელიქიშვილზე. სტუდენტი ვარ და ბაზარში გამგზავნეს, რომ პროდუქტები ვიყიდო. 50 კილო ისპანახი შევიძინე თათრის ქალისგან და წავიღე. სამზადისია: ქალები საქორწინო საჭმელებს ამზადებენ. კატუშა და თინა დოლიძეები, რძლები. უკვე ასაკოვანები ისპანახს არჩევენ, რომელიც თურმე, მანამდე ნანახი არ ჰქონდათ. თან ფიქრობენ, ჭარხლის ფოთოლიაო.

– ცა, თინა, აი, წითელი პხალი რაფერი მწვანეა? ეუბნება კატუშა თინას, ის კი პასუხობს: – წვიმებია, დია, წვიმებიო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა