იუმორი

თავნება ვერიკო

№29

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.07, 2021 წელი

ვერიკო ანჯაფარიძე
დაკოპირებულია

ვერიკო ანჯაფარიძის წერილი გარდაცვლილ მეუღლეს, მიხეილ ჭიაურელს:

გილოცავ ფერისცვალებას!

გუშინ შენი ქალიშვილი ვენეციიდან ჩამოვიდა. რაღაცა პრიზი მიიღო, ფილმის სახელწოდება არ მახსოვს, ძალიან კი აქებდნენ სოფიკოს.

ვენეციას არ დავიწყებიხარ, გაზეთებში იხსენებდნენ 1947 წელს, ფესტივალს, შენს ფილმს, შენს გვარს. მეც კი გამიხსენეს, როგორც შენი მეუღლე. „ქალი რომელიც ნაზი მელოდიური ხმით წამღერებით ლაპარაკობდა...” ნეტა ახლა მოასმენინათ ჩემი ნაზი ხმა - ბებერი ყვავი. ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ძალიან მენატრები, მიყვარხარ.

გაგიკვირდება, თენგიზ აბულაძე, მგონი, შენი მოწაფეა, თავის ფილმში როლს მთავაზობს, არა, როლი უნდა ნახო, სულ ერთი ფრაზა - „რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს.” ეგ წუწურაქი ეგა. შეეძლო ჩემთვის ცოტა უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა, თუ შენ წინააღმდეგი ხარ არ ვითამაშებ, თუმცა, რატომ გეკითხები? მაინც ხომ ისე გავაკეთებ როგორც მე მინდა?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი