იუმორი

სცადე და იპოვე სიმშვიდე!

№22

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.06, 2021 წელი

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

– სცადე, არ ჭამო ღამით და დაიძინო მშიერი კუჭით, 1–2 კვირის შემდეგ დაიწყებ ნათელი სიზმრების ნახვას, დილით კარგ ხასიათზე გაღვიძებას, ენერგიით სავსე და აღარ გექნება ნახევარი დღე ლოგინში კოტრიალის სურვილი.

 

– სცადე, საჭმელში ორი რამ არ გაურიო: მარილი და პილპილი. შენ დაინახავ, რომ შეიძლება დანაყრდე 2–3 ჯერ ნაკლები საკვების მიღებით, 1–2 კვირის შემდეგ შესამჩნევად დაიკლებ წონაში (ეხება მათ, ვისაც ზედმეტი წონა აქვს).

– სცადე, არ დალიო ლიმონათი და ნებისმიერი გაზიანი სასმელი, შენ დაინახავ რა გემრიელია უბრალო წყალი და წყურვილის მოსაკლავად გაცილებით ნაკლები სითხის მიღება დაგჭირდება.

– სცადე, არ დალიო ყავა ან ჩაი ორი კვირის განმავლობაში და დაინახავ, რომ შენ ყველაფერი გახარებს, რომ მშვიდად იძინებ და ღრმად გძინავს, რომ გაგიქრება ის ნაოჭები, რომლებიც დაძაბულობამ და მოღუშულობამ გამოიწვია, და ნევროზიც შედარებით აღარ გაწუხებს (ან მინიმუმ ორჯერ შემცირდა).

– სცადე, ერთი კვირა იარო და იჯდე გასწორებული ზურგით და დაინახავ, როგორ გაგიუმჯობესდება მახსოვრობა, რამდენად სწრაფად აზროვნებ.

– სცადე, ძილამდე ერთი–ორი საათით ადრე გათიშო ტელევიზორი და კომპიუტერი და შენ დაიწყებ შენი სურვილებისა და შემოქმედებითი იმპულსების დანახვას.

– სცადე, 2 კვირა ილაპარაკო ტელეფონზე მხოლოდ საქმეზე და დაინახავ, რომ დღეში 36 საათია.

– სცადე, ყოველ ჯერზე, როცა სიგარეტი მოგინდება – აიღო ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, ბანანი ან დალიო ჭიქით წყალი და ორი კვირის შემდეგ თავს ორჯერ ძლიერს, გამძლეს იგრძნობ.

– სცადე, გაიღიმო ყოველ ჯერზე, როგორც მოგინდება, გაუღიმო გამვლელს, თუნდაც რამდენიმე წამით (დაივიწყე „რას იფიქრებს”) და რამდენიმე თვის შემდეგ ყველა ადამიანი ნაცნობი და კარგი გეგონება.

– სცადე, დაწვე მინდორში, ხეებს შორის, მანქანებისგან შორს, არ შეგრცხვეს ხალხის და შენ გაიგონებ შენში ნანატრ სიმშვიდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი