იუმორი

შეუვალი ლექტორის სისუსტე

№3

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.01, 2023 წელი

არველაძეები
დაკოპირებულია

შოთა არველაძე იგონებს: 

„მე და აჩი უკვე თურქეთში ვთამაშობდით, აქ კი უნივერსიტეტს ვამთავრებდით და დიპლომის ასაღებად ქიმიის ჩაბარება გვჭირდებოდა, ლექტორი კი ნიშანს არ გვიწერდა. ვისაც არ ვუთხარით, გვითხრეს: თუ არ ისწავლით, არ დაგიწერთო. ქიმია როგორ უნდა გვესწავლა... ბოლოს ყიფოს (დათო ყიფიანს) ვთხოვეთ, შევთანხმდით შეხვედრაზე. გავუარეთ სახლში და მანქანით რაზმაძის ქუჩაზე მივედით, სადაც ის ლექტორი ცხოვრობდა. დავაკაკუნეთ. კარი რომ გააღო და დათო ყიფიანთან ერთად დაგვინახა, არ დაიჯერა. 75 წლის კაცი იქნებოდა, ალბათ. დათოს დანახვაზე, ალბათ, ყველაფერი დაუტრიალდა შიგნით და გვითხრა: რომელს მოგაფიქრდათ ეს, მითხარით და უფრო მაღალ ნიშანს დაგიწერთ. აბა, დათოს უარს როგორ ვეტყვიო... მოკლედ, სახლში შეგვიპატიჟა, ვისკი გადმოიღო, 40 წუთი გავჩერდით იქ და დათოს გამოშვება არ უნდოდა. აი, ასეთი ეფექტი მოახდინა დავით ყიფიანმა შეუვალ ქიმიის ლექტორზე.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი