იუმორი

შეუძლებელი არაფერია!

№15

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 25.04, 2021 წელი

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტს მათემატიკის ლექციაზე დაეძინა, ლექციის დასრულების შემდეგ კი სტუდენტების ხმაურმა გააღვიძა.

მან დაფაზე ორ კითხვაში გადმოცემული დავალება დაინახა...

გადაწყვიტა, რომ სახლში ამ კითხვების პასუხებს იპოვიდა, მაგრამ როდესაც მან სცადა, აღმოაჩინა, რომ ისინი ძალიან რთული იყო...

მიუხედავად ამისა, ის არ შეუშინდა, წავიდა ბიბლიოთეკაში მოძებნა მასალები და დავალება ამოხსნა.

შემდეგ ლექციაზე მან შეამჩნია, რომ ლექტორი არ სთხოვდა დავალებას!

მაშინ სტუდენტმა ჰკითხა:

- ბატონო, რატომ არ ითხოვთ წინა ლექციაზე მოწოდებულ დავალებას?

– ეს სავალდებულოა?... ეს არ იყო სავალდებულო. პირიქით, მე წარმოგიდგინეთ მათემატიკური პრობლემების მაგალითები, რომელთა ამოხსნა მეცნიერებამ ზოგადად და ვერც მეცნიერებმა დღემდე ვერ შეძლეს!

სტუდენტი გაოცდა და თქვა:

- მაგრამ მე ის ამოვხსენი!

მართლაც ამ პრობლემის მოგვარება დარეგისტრირდა კოლუმბიის უნივერსიტეტში და დღეს ცნობილია მისი სახელით. ამ საკითხის ოთხი ნაშრომი დღესაც გამოფენილია უნივერსიტეტში.

ამ სტუდენტმა ეს პრობლემა დაძლია ერთი მიზეზის გამო - ძილის დროს მან ვერ გაიგონა ლექტორის ნათქვამი: „დღემდე ვერავინ შეძლო მათი ამოხსნა”.

ამიტომ ის დარწმუნებული იყო, რომ მათი ამოხსნა შეიძლებოდა. ეს მან შეძლო, რადგან მასში არ იყო წინასწარ ჩადებული იმედგაცრუება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი