იუმორი

შარდი - კბილების საწმენდი და სარეცხი საშუალება

№19

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.05, 2023 წელი

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

რომაელები ერთობ საინტერესო ადამიანები იყვნენ. მაგალითად, ისინი დიდი გამომგონებლობით გამოირჩეოდნენ შარდის გამოყენების საკითხში. რამდენადაც შარდი დიდი რაოდენობით შეიცავს ამიაკს, რომელიც მათეთრებელი თვისებების მქონეა, სარეცხ საშუალებად იყენებდნენ.

სამრეცხაოებში სპეციალურად ამ საკითხში განსწავლილი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებსაც ფულოები (ფულო) ერქვათ. ისინი ნაცვამ ტოგებს როფში ნადგომ დაწდომილ შარდში ყრიდნენ, შემდეგ სველ სარეცხს ამოიღებდნენ და ფეხებით თელავდნენ. ბოლოს ტოგებს ნაცრიან ან თიხანარევ წყალში რეცხდნენ. ეს საშუალებას იძლეოდა, რომ ქსოვილი ცხიმისგან გაწმენდილიყო.

ადამიანის შარდს რომაელები ტყავის გამოსაყვანად, გასათრიმლადაც იყენებდნენ, მკურნალობდნენ ცხვრებს (მათ ხახაში ასხამდნენ). რომაელი ისტორიკოსის – კოლუმელის ცნობით, რომაელები შარდს სასუქადაც იყენებდნენ, კერძოდ, ბროწეულის მოსაყვანად.

შარდი იმდენად აუცილებელი იყო რომის მეურნეობაში, რომ იმპერატორმა ვესპასიანემ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს გადასახადი დაუწესა, რომლებიც ამ სითხით ვაჭრობდნენ. ვაჟიშვილ ტიტეს კითხვაზე – „ჭკუაზე ხომ არ შეიშალე, მამა?“ იმპერატურმა საფუძვლიანად უპასუხა: „ფული არ ყარს“.

და ბოლოს, რომაელები შარდს სხვა ორიგინალური წესითაც იყენებდნენ – კბილების გასათეთრებლად პირში ივლებდნენ. ამ შემთხვევაშიც – ამიაკის გამათეთრებული თვისების გამო. ასეთი მსხვერპლის გაღებაზე ყველა არ მიდიოდა, მხოლოდ – ყველაზე თავზე ხელაღებული სნობები, რომლებსაც უღირდათ, ქათქათა კბილებით გაღიმებაში ასე „ძვირი გადაეხადათ“. მაგალითად, ისტორიკოსი კატული ირონიულად მოიხსენიებს ერთ ასეთ ორიგინალს, სახელად ეგნატეს.

რევაზ ტომარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი