იუმორი

როცა ფეხბურთი შენი საქმე არაა...

№5

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.02, 2023 წელი

გიგი დედალამაზიშვილი
დაკოპირებულია

გიგი დედალამაზიშვილი ჰყვება: 

„ფეხბურთზე „ავაზაში“ დავდიოდი. პირველ გუნდში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მეორის კაპიტანი ვიყავი. 10 წლის ვარ და პირველ გუნდს „დინამოსთან“ აქვს ფინალური თამაში. ეს რომ სახლში ვთქვი, მამაჩემმა ძმაკაცები დაპატიჟა თამაშზე და რესტორანში სუფრა შეუკვეთა. რომ მივედი და მწვრთნელმა დამინახა, მითხრა: შენ არც გამოიცვალოო. ხვეწნის მიუხედავად, რომ 2 წუთით მაინც შევეშვი სათამაშოდ, უარი მივიღე და მამაჩემთან და მის ძმაკაცებთან ერთად მომიწია თამაშის ყურება. ბოლოს რესტორანში წავედით და ქეიფი რომ დასრულდა, მამამ მითხრა: მგონი, ფეხბურთი შენი საქმე არაა და სხვა რამეთი უნდა დაკავდეო. ასე დამთავრდა ჩემი საფეხბურთო კარიერა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი