იუმორი

როცა მეგობრის გჯერა

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.09, 2021 წელი

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

„ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი მეგობარი მკურნალი ექიმი იყო, რომელსაც იგი ენდობოდა, როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემა ექმნებოდა, მხოლოდ მკურნალის ხელიდან მიწოდებულ წამალს სვამდა.

ერთხელ ალექსანდრე თავს ცუდად გრძნობდა, სწორედ ამ დროს მან მიიღო ანონიმური წერილი, სადაც ეწერა:

„გეშინოდეს უახლოესი ადამიანის, შენი მკურნალის, მას შენი მოწამვლა აქვს განზრახული!“ ცოტა ხნის შემდეგ მკურნალი ეახლა მბრძანებელს და წამალი მიაწოდა, ალექსანდრემ კი წერილი გადასცა მეგობარს. სანამ მკურნალი კითხვას დაასრულებდა, მან წამალი ბოლომდე გამოცალა. ექიმი შიშისგან გაიყინა:

„მბრძანებელო, როგორ გაბედე ჩემი მოწოდებული წამლის დალევა, მას შემდეგ, რაც ეს წერილი წაიკითხეთ?”

პასუხი ასე ჟღერდა:

„საკუთარ მეგობარში ეჭვის შეტანას, სიკვდილი სჯობს!”

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი