როცა დასაცინს ვერ უძებნი...
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 15.06, 2023 წელი

შეყრილან ერთხელაც ჩვენი მტრები და უთქვამთ: მოდით როგორმე ქართველებს დავცინოთო, ერთ-ერთს უთქვამს:
ქართველისთვის ყველაზე სათაყვანებელი ქართული სუფრაა და ამ სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოო, ჩვენც ავდგეთ დავამახინჯოთ სიტყვა საქართველო და ისე დავლიოთ მათი სადღეგრძელოო, გადაწყვიტეს „საქართველოზე“ ჩამოეშორებინათ ორი ასო და ისე მოეხსენებინათ - „ქართველო“, მაგრამ ერთ-ერთმა აღნიშნა, თუ ქართველი ვადღეგრძელეთ, ეს არ იქნება მათი დაცინვა და კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო, დარჩა „რთველო“, კაცო თუ რთველი, ღვინო და მარანი ვუდღეგრძელეთ ქართველ კაცს, ეს არის მათი უმთავრესი რამ და ისევ მათი დღეგრძელება გამოვა და მოდით კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო, დარჩა „ველო“, მიხვდნენ ესეც არ გამოვიდოდა, რადგანაც საქართველო ხომ ერთი დიდი და ლამაზი ველ-მინდორია, გადაწყვიტეს კიდევ ჩამოეშორებინათ ერთი ასო და დარჩა „ელო“, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ელო ერქვა ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას, რომლის მზესაც მთელი საქართველო ფიცულობდა, თუ ქართველებს საამაყო დედა ვუდღეგრძელეთ, ეს მათი დაცინვა აღარ იქნებაო და ბოლოს ისე ქნეს, რომ დატოვეს მხოლოდ „ო“, ო რა არის მეგობრებო?! წოდებითი ბრუნვის ნიშანი და არა მხოლოდ ეს, ქართველი კაცი სუფრას ისე არ დაასრულებს თუ არ თქვა:
„ო ღმერთო ჩემო, შენ მიდღეგრძელე ჩემი სამშობლო დიდების ღირსი“!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან