იუმორი

როგორ მიუსამძიმრა ჭირისუფალს ორმა მოქეიფე ზესტაფონელმა ძმაკაცმა

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 27.07, 2021 წელი

მამუკა ჭუმბურიძე
დაკოპირებულია

მამუკა ჭუმბურიძე: „ზესტაფონში საჯარო სამსახურში ორი ძმაკაცი მუშაობდა, მოქეიფეები და დროის გამტარებლები.

მოკლედ, ისეთები, სუფრასა და ქეიფს ერთ დღესაც რომ არ „მაზავენ“. ერთხელ ერთი ღრმად მოხუცებული ქალბატონი გარდაიცვალა. ძმაკაცები, რა თქმა უნდა, სამძიმარზე მისვლას აპირებდნენ, მაგრამ ვერც სამშაბათს შეძლეს, ვერც ოთხშაბათს და ვერც ხუთშაბათს, რადგან სუფრამ შეაყოვნა. მიცვალებულს შაბათს ასაფლავებდნენ და რადგან იმ დღესაც სუფრაზე უნდა წასულიყვნენ, გადაწყვიტეს, პარასკევს მიესამძიმრებინათ. პარასკევსაც მაგრად იქეიფეს, მაგრამ სამძიმარზე მაინც წავიდნენ, თუმცა, ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ გზაში ერთმანეთი სამჯერ გაიცნეს... როგორც იქნა, მივიდნენ. საღამოა. ეზოს კარი ღიაა, მაგრამ არავინ ჩანს. დაეწყვნენ და პირველ სართულზე შევიდნენ, ოთახში წრე „დაარტყეს“ და „ვალმოხდილები“ გამოვიდნენ. საქმე კი ის იყო, რომ მიცვალებული მეორე სართულზე ესვენა და დღემდე არ იციან, რას შემოუარეს...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი