იუმორი

როგორ იგერიებდა იაპონელი თოლიების შემოსევას ქართველი სუმოისტი

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 20.04, 2021 წელი

სუმოისტი კოკაი
დაკოპირებულია

პირველი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია („კოკაი“) ასეთ ისტორიას იხსენებს: 

„ერთხელ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობამ ყველა სპორტსმენი სწრაფმავალი იახტით ოკეანეში სათევზაოდ წაგვიყვანა. მგზავრობამ ისე ცუდად გამხადა, რომ ვთხოვე რომელიმე ვულკანურ კუნძულზე დამტოვეთ და უკანა გზაზე წამიყვანეთ-მეთქი. თხოვნა შემისრულეს, ერთ-ერთ კუნძულზე დამტოვეს და წავიდნენ. მითხრეს, 2-3 საათში დავბრუნდებითო. მივიხედ-მოვიხედე და ვხედავ, რომ ყოველ ნახევარ მეტრში კვერცხი დევს. ერთი სიტყვით, ის კუნძული კვერცხებით იყო მოფენილი. როგორც იქნა, თავისუფალი ადგილი მოვძებნე და ჩამოვჯექი. არ გასულა რამდენიმე წუთი და ვხედავ, შორიდან თოლიების დიდი გუნდი მოფრინავს. უამრავი თოლიაა, თან განსაკუთრებულად დიდები. მათ კუნძულს ორჯერ შემოუარეს შემდეგ კი ჩემკენ წამოვიდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, 3 საათი ვიგერიებდი მათ თავდასხმას. სულ დაკორტნილი-გასისხლიანებული ვიყავი. თურმე, ეს თოლიები იმ კუნძულზე ცხოვრობდნენ და იქვე მრავლდებოდნენ. მე კი მტრად მიმიჩნიეს. როცა ჩემები დაბრუნდნენ, ისე ვიყავი შეცვლილი, ვერ მიცნეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი