იუმორი

როგორ „გაბანძდა“ ქართული დელეგაცია ირანში

№23

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.06, 2021 წელი

დავით ბაქრაძე
დაკოპირებულია

დათო ბაქრაძე იხსენებს: 

„შევარდნაძე ჯერ კიდევ სახელმწიფო მეთაურია და პირველი ვიზიტია ირანში, რომელიც ჩვენი ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი იყო. გახსოვთ, ალბათ, ირანული კერასინკები. მოკლედ სასტუმროში დაგვაბინავეს. ერთ-ერთმა ჩვენმა მინისტრმა კი რომელიც გარდაცვლილია და არ დავასახელებ, განაცხადა ჩემს ნომერში ვაღაც ცხოვრობსო. ადმინისტრატორმა იუარა, თან შიშისგან გაფითრდა, ვაითუ მართალია და თავს მომაჭრიანო. მოკლედ გამოიძახეს უშიშროება, ნომერს ალყა შემოარტყეს, სპეცნაზი შევარდა. ჩვენი მინისტრიც შეყვა და ამბობს: აი, ხომ გითხარით ვიღაც ცხოვრობსო. საწოლზე ხალათი იდო, საწოლთან ჩუსტები, იქვე სადილი და იმ მინისტრს ეგონა, ვიღაც სადილობდა, გასულია და მოვაო. არა და სასტუმროებში წესია ასეთი და მაგრად „გავბანძდით.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი