იუმორი

რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ?

№12

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 03.04, 2021 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

რაც უფრო სწრაფად წავიკითხავთ „თხა და გიგოს”, მით მალე გავიგებთ, რა არის კარგი და რა – ცუდი...

კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან – გამარჯობა, ნახვამდის, გმადლობ, რა კარგად გამოიყურები, თუ შეიძლება, მიყვარხარ, მომწონხარ, უკაცრავად, მენატრები.

ბოღმა, აგრესია, ფარისევლობა, უპატივცემულობა და ზიზღი ძალიან ცუდია.

ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. კიდევ უფრო საძაგელი სანახავია, ცხვირის უცხვირსახოცოდ, ჰაერში გატყორცნით მოხოცვა. ასე არავინ იქცევა დედამიწის ზურგზე.

რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ – ეს ტყუილია. ქართველები მაგრები არ ვართ. ჯერჯერობით.

ბანაობა კარგი და აუცილებელი გახლავთ.

წვერგაპარსული კაცი გაუპარსავზე უფრო კარგი შესახედავია.

მძღოლებო, გაატარეთ ფეხით მოსიარულეები. ფეხით მოსიარულეებო, ნუ იბნევით, როცა მძღოლი გატარებთ და ცოტა სწრაფად გაიარეთ!

ფერადი ტანსაცმელი არ „ტეხავს”, პირიქით.

ცეკვა სირცხვილი არ არის.

კახა ბენდუქიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი