იუმორი

რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ?

№14

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.04, 2021 წელი

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

გაგრძელება

ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ ეკლესიაში არსებულ ნაკლოვანებებზე, ეკლესიას არ ებრძვიან. ვინც არ ლაპარაკობს, ის ებრძვის.

ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა არა ქვეყანაზე, არამედ ფულზე და გავლენაზე ფიქრობს.

ქართველი „გეები” არსებობენ.

ნუ უპიპინებთ პატარა მანქანებს მაშინ, როცა გრანდიოზულ „ჯიპებს“ ამას ვერ უბედავთ. საერთოდ, ნუ აპიპინებთ, უკულტურობაა.

უცხოელებს, რომლებიც აქ ჩამოდიან და ბიზნესს იწყებენ, საქართველოსთვის ცუდი არ უნდათ.

სამსართულიან სუფრებზე გაჭირვებულების სადღეგრძელოს დალევა და მეორე დღეს ნახევარი სუფრის ნაგავში გადაყრა, არაადამიანური საქციელია.

მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულწლოვანი გახდება, ბავშვი აღარაა.

სლავი ქალები ქართველ კაცებზე არ გიჟდებიან.

ნაგვის ქუჩაში დაყრა არ შეიძლება. არც მანქანიდან გადაგდება. არც სადარბაზოებში მოშარდვა. ეს სიღორეა.

კახა ბენდუქიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი