იუმორი

რატომ გადაუსვა თავზე ხელი დავით უსუფაშვილს მისმა ავსტრიელმა კოლეგამ

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 03.08, 2021 წელი

დავით უსუფაშვილი
დაკოპირებულია

დავით უსუფაშვილი: „ავსტრიაში მათი პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდი. საუბარს მოვრჩით. გამომაცილა. სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, ხელი ჩამომართვა, მაგრამ არ მიშვებს... უცებ ჭაღარა თავზე ხელი გადამისვა (ისიც ჩემნაირი ჭაღარა იყო). ვაა, ვფიქრობ, ამ კაცს ჩემგან რა უნდა-მეთქი... შემდეგ თვითონაც გადაისვა ჭაღარა თავზე ხელი და მითხრა:

– ეჭვი მაქვს, რომ ჩვენს ჭაღარობას ერთი წყარო ჰყავსო.

ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და დააკონკრეტა, – კანდელაკიო.

თურმე, ჩვენი პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი მას ყოველდღე წერილებს უგზავნიდა: – ივანიშვილმა ეს დააშავა, ივანიშვილმა ის დააშავაო და ჩემმა ავსტრიელმა კოლეგამ შემომჩივლა, – აღარ შემიძლია, გავჭაღარავდიო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი