იუმორი

რატომ არ ეძინა სამი ღამე ბესო ბერულაშვილს

№19

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.05, 2021 წელი

ბესო ბერულაშვილი
დაკოპირებულია

ბესო ბერულაშვილი იხსენებს: 

„ფოსტაში მარკეტინგის უფროსად დამნიშნეს. პირველი დღეა და ჰალსტუხშემოჭერილი, შარვალ-კოსტიუმში გამოვცხადდი, იქ კი შემოხეულჯინსებიანი, კედებში გამოწყობილი ახალგაზრდები დამხვდნენ. ფოსტის კომერციულ დირექტორს რომ ვეახლე და დაველაპარაკე, საქმე გამაცნო და მითხრა: ჩვენ კონსიგნაციაზეც ვმუშაობთო. 2000 წელია და მაშინ ახალშემოსული სიტყვები კონსიგნაცია, სეკვესტრი და ასე შემდეგ, ალბათ, ზურაბ ჟვანიას გარდა, არავინ იცოდა. მათ შორის, არც მე. თუმცა, არ შევიმჩნიე. მერე კი სად არ ვიკითხე და ვეძებე, მაგრამ მნიშვნელობა მაინც ვერ გავიგე. მოკლედ, ამ კონსიგნაციაზე ფიქრში სამი ღამე არ მიძინია. მესამე დღეს კი იმ კაცმა დამიძახა, ვინც იქ მომაწყო და მეუბნება:

– შენ უკვე ჩვენიანი ხარ. ყველაფერში დაგეხმარები და იქნებ კონსიგნაციაზეც ვიმუშავოთო.

ამ დროს ჩავავლე და ვკითხე:

– რა არის ეს კონსიგნაცია-მეთქი.

– პოსლეზე მუშაობაო, – მიპასუხა.

– ეგრე, რა, შე დალოცვილო, ნორმალურად გამაგებინე. მთელი ცხოვრება პოსლეზე არ ვმუშაობ-მეთქი, – სიხარულით ვუთხარი და ამოვისუნთქე.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი