იუმორი

რა კურიოზი მოხდა ორი ქართველი ძიუდოისტის პაექრობისას საბერძნეთში

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 27.04, 2021 წელი

გელა ზაალიშვილი
დაკოპირებულია

ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი იხსენებს: 

„საბერძნეთში ვიმყოფებოდი ახალგაზრდულ ტურნირზე. პირველი შეხვედრა მოვიგე. მეორეში კი ჩემს თანამემამულეს, ნიკოლოზ სისვაძეს შევხვდი. შუა ჯიდაობის დროს ისეთი ილეთი გაკეთდა, რომ ორივე დავეცით. ტაბლოს გავხედე და ვაზარი მე მიწერია. ჭიდაობა გავაგრძელე, მაგრამ დრო გამყავს. მეტოქე პარტერში გადამყავს, არ ვდგები, ერთი სიტყვით, ვცდილობ, რომ ორთაბრძოლა გამარჯვებამდე მივიყვანო.

სისვაძე მეკითხება:

– რას შვრები, დრო რატომ გაგყავსო?

– მიდი, მიდი, იჭიდავე, ბევრს ნუ ლაპარაკობ-მეთქი.

მოკლედ, ორთაბრძოლა დასრულდა და ვიცინი, იცინის სისვაძეც, თან მეკითხება:

– რა გაცინებსო.

– მოვიგე და მიხარია-მეთქი, – ვუპასუხე.

– აბა, ტაბლოს გახედეო, – ახარხარდა სისვაძე.

გავხედე და გამარჯვება მეტოქეს მოუპოვებია, რადგან ილეთი მისთვის ჩაუთვლიათ, ვაზარი მიუნიჭებიათ და ტაბლოზეც შეუცვლიათ მონაცემი. მე კი ამას არ დავკვირვებივარ და დრო გამყავდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი