იუმორი

რა დანიშნულება ჰქონდა რიყის ქვას ქუთაისის კალათბურთელთა გუნდში

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 16:00 16.01, 2021 წელი

გიორგი ცინცაძე
დაკოპირებულია

კალათბურთელი გიორგი ცინცაძე იხსენებს:

„ერთი პერიოდი ქუთაისში ვთამაშობდი. გუნდს პატარა გასახდელი ჰქონდა და ყველაფერთან ერთად ადგილს რიყის ქვაც იკავებდა, რომელიც კედელთან იდო. ვისაც არ ვკითხე მისი დანიშნულება, არავინ მიპასუხა.
ახალი წლის წინა დღეებია და მწვრთნელმა გვითხრა:

– აბა, აიწონეთ, სანამ ახალი წლის დასვენებებზე წახვიდოდეთ და მერე, რომ დაბრუნდებით მაშინაც. ვისაც ზედმეტი წონა ექნება, ვარჯიშით დაიკლებთო.

დავინახე, რომ აწონვის წინ ჩემი თანაგუნდელები მალულად, სწორედ, იმ რიყის ქვას იდებდნენ ჯიბეში და ამგვარად იწონებოდნენ, ხოლო მეორე აწონვაზე კი ქვის გარეშე, „დაკლებულები“ დგებოდნენ სასწორზე. აი ეს დანიშნულება ჰქონია, თურმე, ამ რიყის ქვას.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი