იუმორი

ორიენტირები აერიათ

№24

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.06, 2021 წელი

გურამ ოდიშარია
დაკოპირებულია

გურამ ოდიშარია იგონებს: 

„ბაქოში აფხაზ ახლობელს და მე აზერბაიჯანელი კინორეჟისორი გვიყვება:

როდესაც ყარაბაღში ომი დაიწყო, ორ სოფელში განსაკუთრებულად სახიფათო ვითარება შეიქმნა – ერთ სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა სომეხი იყო, მეორეში – აზერბაიჯანელი. სოფლების გეოგრაფიული მდებარეობისა და მოსალოდნელი საშიშროების გამო აზერბაიჯანელებმა და სომხებმა გადაწყვიტეს, სახლები გაეცვალათ. არც პოლიტიკოსებსა და არც სამხედროებს მათთვის არ ეცალათ. ამიტომაც შეთანხმდნენ, წინასწარ მოინიშნეს გასაცვლელი სახლები და, ერთ მშვენიერ დღეს, მსუბუქი თუ სატვირთო მანქანებით, ტრაქტორებით, ურმებით, ცხენებით, თავიანთი ქონებით დატვირთულებმა, ფაქტობრივად, სახლები კი არა, სოფლები გაცვალეს.

ოღონდ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ძაღლებსა და კატებს ორიენტირები აერიათ – მათი მშობლიური სახლები ერთ სოფელში იყო, პატრონი კი უკვე სხვაში ცხოვრობდა. მთელი ნახევარი წლის განმავლობაში მიმოდიოდნენ ისინი სოფლებს შორის. ძაღლები ღამით ძველ სახლებს დარაჯობდნენ, დღისით კი პატრონებთან იყვნენ. კატებიც ასევე იქცეოდნენ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი