იუმორი

ნამდვილი თავისუფლება

№10

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.03, 2023 წელი

ნიკა კოჩაროვი
დაკოპირებულია

მომღერალი ნიკა კოჩაროვი იხსენებს: 

„რაღაც სისულელეზე ვიყავი დაჭერილი და ბათუმის კაპეზეში სამი ღამე გავატარე. უცებ მეუბნებიან, გადიხარო. ჩემდა უნებურად, ცრემლები წამომივიდა და მომდის და მომდის. დამიბრუნეს ქამარი, ზონარები, ჩავიცვი და პოლიციის განყოფილებაში უნდა წამიყვანონ ხელის მასაწერად, რომ სასამართლოზე გამოვცხადდები. აღმოჩნდა, რომ ყველა საბადრაგო მანქანა დაკავებული იყო. ამიტომ ჩემზე მომაგრებულმა ბადრაგმა ხელბორკილდადებული გამიყვანა ქუჩაში და „მარშრუტკა“ გააჩერა. ჩავსხედით. ცრემლები ისევ გაუჩერებლად მომდის და მგზავრები გაოგნებულები მიყურებენ... მივედით პოლიციაში. ხელი მოვაწერე და მეგობრების მანქანით კვარიათში „დავგაზეთ“. იქ სიმღერის ფესტივალი იმართებოდა. მანქანა პირდაპირ სცენის უკან მიაყენეს. მე ეგრევე სცენაზე ავედი და ჩემი რეპერტუარი დავიწყე სიმღერით – „თავისუფლება“...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი