იუმორი

მხსნელი შვილი

№24

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.06, 2021 წელი

გიზო ნიშნიანიძე
დაკოპირებულია

გიზო ნიშნიანიძის მონათხრობიდან:

 

„ერთხელ, თურმე, ომის დროს, უსინათლო თბილისში, გზაზე ერთი ქალი მიდიოდა. ვიღაცებმა გააჩერეს და პალტოს გახდა მოსთხოვეს.

– არა გრცხვენიათ, ბიჭებო, თქვენხელა შვილი მყავსო, – უთქვამს ქალს და პალტო გაუხდია.

გადაუხედავთ ერთმანეთისთვის და ქალისთვის უკითხავთ, – თქვენს შვილს რა ჰქვიაო.

უპასუხია.

ბიჭებს პალტო დაუბრუნებიათ და წასულან.

ქალი სახტად დარჩენილა. პალტოს წართმევაზე უფრო მისი დაბრუნება სწყენია – ჩემს შვილს ესენი საიდან იცნობენ, რა საქმე აქვთ და ხათრი რატომ დასდესო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი