იუმორი

მიჩივლე, საცა გინდა...

№21

ავტორი: „თბილისელები“ 17:00 02.06, 2023 წელი

გრიგოლ ორბელიანი
დაკოპირებულია

როცა გრიგოლ ორბელიანი თბილისის გენერალ-გუბერნატორის პოსტზე იმყოფებოდა, მასთან მივიდა ერთი კუმისელი გლეხი და შეეხვეწა, გამოეხსნა ის უღმერთო მოვალე სომხის ხელიდან, რომელიც ყოველწლიურად ათ თუმან ფულში ერთ ურემ ღვინოს ართმევდა სარგებლად. ეს სარგებელი ისეთი გადამეტებული და დაუჯერებელი იყო, რომ ორბელიანმა დაიბარა მოვალე სომეხი.

„- ღმერთი არ არის შენში, ძმობილო, რომ ასეთ საშინელ სარგებელს ართმევ ამ საწყალ კაცს? არა გრცხვენიან?

- რა ვქნა, ბატონო, ნაღდი ფული მიმიცია; თქვენც მოწამე ხართ, ფულს სარგებელი უნდა.

- როგორ თუ მე მოწამე ვარ! ამისთანა უღმერთო სარგებლის მოწამე მე რად ვიქნები?

- აი, შენი ჭირიმე, ნახე, თუ თქვენ არა გაქვთ მოწერილი ხელი.

ამ სიტყვებით მოვალემ გამომიშვირა თამასუქი. გავხსენ და გულს ელდა მეცა! ჩემი ხელმოწერილი კი იყო ეს ქაღალდი, მაგრამ როგორ? ,,პარუჩიკი თავადი გრ. ორბელიანი”. პარუჩიკიდამ მე გენერალ-ადიუტანტი გავხდი, მთავარმართებლის მოვალეობის აღმსრულებელი შევიქენ და საწყალი გლეხი კი სულ ყოველ წლივ იხდიდა ათ თუმანში ერთ ურემ ღვინოს. მე ავენთე, ცეცხლი მომეკიდა და ფხრაწ! ფხრუწ! დავხიე ის თამასუქი, პირში მივაყარე იმ სომხებს სიტყვებით: ,,წადი, მიჩივლე, საცა გინდა, შე უღმერთო” და გავაგდე ჩემგან! ახლა თქვენ იანგარიშეთ, რამდენი ათი თუმანი წაიღო იმ სომეხმა 25-30 წლის განმავლობაში”.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი