იუმორი

მანჩესტერმა „გატეხა“

№25

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.06, 2022 წელი

ზაზა გაბუნია
დაკოპირებულია

ზაზა გაბუნია ჰყვება: 

„ქუთაისში მეზობელი მყავს – ზაზა, რომელიც სულ ტოტალიზატორში ყომარობს, რჩევებს იძლევა. რომ ჰკითხავ, შენ მოგებას გეტყვის, მეორეს – ფრეს და მესამეს კი – წაგებას. სამიდან ერთს არტყამს და მერე იტყვის ხოლმე: აი, ხომ ვამბობდიო. ერთხელ ზაზასთან ერთი ბებო მივიდა რჩევისთვის, ასევე ჩვენი მეზობელი. პენსია ჰქონდა აღებული. რაღაცის საყიდელი ფული აკლდებოდა და სთხოვა დამადებინეო. ზაზამ „მანჩესტერის“ მოგებაზე დაუდო, მაგრამ „მანჩესტერმა“ წააგო. ზაზა კი გამოვიდა უბანში და ამბობს: ოუხსენი ახლა, სიმონ, 80 წლის ბებოს, „მანჩესტერმა“ გატეხაო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი