იუმორი

ხარკოვი ჩვენია

№21

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.06, 2023 წელი

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

დიაღ, მტერმა გაბედა

დიაღ, მტერმა ინება

ჩვენი დედა-სამშობლოს ხელის

წაპოტინება.

 

უკრაინის ქალაქო! რა ცეცხლი

არ გაწვიმეს,

მაგრამ ვერ დაგაჩოქეს,

მაგრამ ვერ დაგაწვინეს!

დედამ შვილი დაჰკარგა,

განა იმედს ჰკარგავდა?

ის ცრემლების ფარჩაზე

ჩვენს მომავალს ჰქარგავდა.

გრძელი ღამე შესცვალა განთიადმა ალებით, თვალდახრილმა ფანჯრებმა გაახილეს

თვალები.

გოგონებმა მეომრებს შეაგებეს ტაშები,

ქუჩამ შეჰკრა დოინჯი სახის აკაშკაშებით.

დღეს ხარკოვის დროშებზე

ეს სიტყვები ელვარებს:

– უკრაინა მოელის სიხარულის

მწვერვალებს!

იოსებ გრიშაშვილი

1943 წ. 23 აგვისტო

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი