იუმორი

ყალბი საბუთების საიდუმლო

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.04, 2023 წელი

პასპორტი
დაკოპირებულია

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ხელმძღვანელობა ბლოკირებულ ქალაქ ლენინგრადში ჯაშუშ-დივერსანტთა ჯგუფებს გზავნიდა. ჯაშუშები პირველი კლასის მიხედვით იყვნენ აღჭურვილი. მათ ეძლეოდათ ისეთივე ძველმანი ტანასაცმელი, როგორითაც ადგილობრივები იყვნენ შემოსილი, საბუთები, პაროლები, კონსპირაციული შეხვედრის ადგილებისა და ბინების მისამართები.

მაგრამ აი, უბედურება. ძალიან მალე ირკვეოდა ყველაფერი.

– სუპერმომზადებულ ჯაშუშებს ნებისმიერი პატრული იჭერდა, რომლებიც საბუთების ბანალური შემოწმებისთვის აჩერებდნენ. გერმანიის საუკეთესო კრიმინალისტების გენიალური ნაყალბევი შესაშური რეგულარობით კედელზე მიყენების საშვად იქცეოდა ხოლმე.

მთელი ომის მიმდინარეობისას გერმანელები ცდილობდნენ, დაემზადებინათ ყალბი საბჭოთა საბუთები. ამ ამოცანის გადასაწყვეტად შერჩეული ჰყავდათ ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტები. სპეციალისტთა მთელი ჯგუფები არჩევდნენ შესაფერისი ფაქტურის ქაღალდს, საღებავს, ყველანაირად ააშკარავებდნენ საიდუმლო პირობით ნიშნებს, მაგრამ შედეგი არ იყო. საბჭოთა პატრულები, რომლებიც ნახევრადგანათლებულ გლეხებს წარმოადგენდნენ, პირველივე შეხედვით ხვდებოდნენ ნაყალბევს.

და მხოლოდ ომის შემდეგ „აეხადა ფარდა“ „უტყუარი“ საბჭოთა საბუთების დამზადების საიდუმლოს. გერმანალები, რომლებიც ძალზე კულტურული და წესიერი ერის წარმომადგენლები არიან, საბუთებში სამაგრებისთვის უჟანგავ ლითონს იყენებდნენ. იმ დროს, როდესაც ნაღდი საბჭოთა საბუთები ჟანგიანი სამაგრებით იყო აწყობილი.

მოამზადა რევაზ ტომარაძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი