იუმორი

გარეგნად-მღვდლები, შინაგნად-მგლები...

№20

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 28.05, 2023 წელი

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ქრისტე, ხომ იცი, მშიერიც იყო,

ხალხის გულისთვის ჯვარზედაც ეცვა,

ახ, ნეტა, რა ვქნა, მღვდელო, რა გიყო,

მე შენ ქცევაზედ არა მეთქმევა.

როგორ გამურე ქრისტეს სახელი,

ეს მიკლავს გულსა და მეჯავრება.

განა ეგ არის ღვთიური სული,

რაც ჯერ ეშმაკსაც არ ეკადრება?!

ვაჟა

* * *

ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს... ერი ვეღარ გასვლია მღვდლის ხარჯსა, რომელიც მით უფრო ემძიმება ერს, რომ განურკვეველია, განუსაზღვრელი. აბა, იფიქრეთ, თუ მღვდელს დიდი ოჯახი აქვს და პატარა სიხარბეც მოსდევს, რა მუსრს აადენს თავის სამწყსოსა. ერი ამით ძალიან შეწუხებულია და მომდურავი... ერს ლამის ქანცი გაუწყდეს.

ილია

* * *

სამღვდელოებას და მის ეგზარხოსს

აებნათ ქრისტეს ნამოძღვრი კვალი,

შეჰქონდათ ხალხში უსჯულოება,

საქრისტიანო უარჰყვეს ვალი.

გარეგნად მღვდლები, შინაგნად მგლები

თავს არ იტეხდნენ ქრისტეს მცნებაზე

და გამაძღრები ფიქრობდნენ მხოლოდ,

როგორც ჟანდრები, გარუსებაზე.

აკაკი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი