იუმორი

გარე ექსპერტი

№6

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.02, 2021 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

😄
მოდის მწყემსი ცხვრის ფარით. ამ დროს უახლოვდება მანქანა, კაცი ყოფს თავს უკანა ფანჯრიდან და ეუბნება:
- დაუთვლელად რომ გითხრა რამდენი ცხვარი გყავს, ერთს მაჩუქებ?
- მიდი.

კაცი მანქანიდან იღებს პატარა ლეპტოპს, აერთებს მობილურს, იჭერს ინტერნეტკავშირს, შედის „ნასას“ საიტზე, იქ ირჩევს GPS კავშირს, არკვევს ადგილის ზუსტ კოორდინატებს და აგზავნის „ნასას“ სხვა თანამგზავრზე, რომელიც სკანირებს ადგილმდებარეობას და აძლევს ფოტოს სუპერხარისხში. შემდეგ აგზავნის ამ ფოტოს ჰამბურგის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, ლაბორატორია ორ წამში უგზავნის აქტივაციის მეილს და დასტურს, რომ ფოტო იყო დამუშავებული და არის სერვერის ბაზაში. ODBC-ს მეშვეობით ის უერთდება MS-SQL ბაზას, აკოპირებს მონაცემებს EXELL-ში და იღებს გამოთვლებს. ბეჭდავს მათ მინი პრინტერზე 12 ფურცლად და ეუბნება მწყემსს, რომ მას ფარაში ჰყავს 1 673 ცხვარი.
- მართალი ხარ, წაიყვანე ცხვარი.
ტიპი მანქანიდან ირჩევს მსხვილ გაბურძგნულ ცხვარს და სვამს „პიკაპის“ საბარგულში. თან ამბობს:
- თუ გამოიცნობ რა პროფესიის ვარ, უკან წაიყვანე.
- სოფლის მეურნეობის გარე ექსპერტი.
- როგორ გაიგე?
- ჯერ ხომ მოხვედი, ისე, რომ არ გეძახდნენ, მერე ანაზღაურება მთხოვე იმაში, რაც ისედაც უშენოდ ვიცი, პასუხები გაქვს კითხვებზე, რომელსაც არავინ გისვამს და აზრზე არ ხარ შინაური ცხოველების. ხოდა, ჩამოსვი ახლა ჩემი ძაღლი საბარგულიდან, ეს დედამოხნული მოკვდა ყეფით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი