იუმორი

გამოცნობანა

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 14.09, 2021 წელი

კახი კახიაშვილი
დაკოპირებულია

კახი კახიაშვილი იხსენებს:👇

„საბჭოთა კავშირის პერიოდია და ნაკრების წევრები ვაკის დარბაზში ვვარჯიშობთ. ერთი ცხინვალელი გვყავდა, „ჯაგას“ ვეძახდით. ჯავიდან იყო. უზარმაზარი, 140-კილოგრამიანი გოლიათი. ასევე გვყავდა „საიათა“, რომელიც 50 კილოგრამს იწონიდა. მოკლედ ეს „საიათა“ ძალიან აწვალებდა „ჯაგას“, რომელიც ვერ იხელთებდა „საიათას“, რომ მოეჭმუჭნა. ერთ დღეს „ჯაგა“ ვარჯიშის მერე დარბაზში სკამზე ზის და ისვენებს. ამ დროს დარბაზში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, 75 წლის, რუსი ეროვნების გვარად სვეტილკოვი შემოვიდა. ის „ჯაგას“ მიეპარა და ხუმრობით თვალებზე ხელები ააფარა – თუ გამოიცნობ ვინ ვარო. „ჯაგამ“ იფიქრა, „საიათა“ მეშაყირებაო. არც მოუხედია, ისე წაღო ხელი უკან და ამ მოხუც კაცს ისე მაგრად მოუჭირა სასქესო ორგანოზე, რომ ლამის სული გააფრთხობინა და ძლივს მოვასულიერეთ...

– შენი დედაც... შენ რა, ადამიანებს ყვერებით ცნობ? – რუსულად შეუკურთხა სვეტილკოვმა „ჯაგას“, რომელიც სირცხვილისგან ისე დაპატარავდა, რომ ლამის საიათასხელა გახდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი