იუმორი

დიდებული მოწინააღმდეგე

№39

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 07.10, 2021 წელი

დავით ყიფიანი
დაკოპირებულია

პირველი ტიტული „დინამოსთან“ ერთად საბჭოთა კავშირის თასი იყო 1976 წელს. 1977 წელს „დინამო“ უეფას თასზე მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდა. 

მატჩის დასრულებამდე 10 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, დავით ყიფიანმა ჯაჩინტო ფაკეტის ბურთი მოჰპარა, კარისკენ დაიძრა, საჯარიმოში შევიდა და მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა. „ნერაძურის“ მეკარე ბორდონი ვერაფერს გახდებოდა. ეს გამარჯვების გადამწყვეტი გოლი იყო. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ფაკეტის ჰკითხეს, რატომ ითამაშა პასიურად და რატომ არ დაარღვია თამაშის წესი მეტოქის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კაცი იყო. „ასეთი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა უზნეობა იქნებოდა“, – უპასუხა ასევე დიდებულმა ფაკეტიმ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი