იუმორი

დაფასებული ამაგი

№41

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 21.10, 2021 წელი

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

ერთ მეფეს 10 ველური ძაღლი ჰყავდა და ყველას, ვინც რამეს დააშავებდა, ძაღლებთან აგდებდა საჭმელად.

ერთხელ, როდესაც მეფეს ერთ-ერთი მსახურის აზრი არ მოეწონა, ბრძანა, რომ იგი ძაღლებთან ჩაეგდოთ.

მსახურმა უთხრა: მე წლები გემსახურეთ, ახლა მომეცით 10 დღე და ამის შემდეგ ჩამაგდეთ ძაღლებთან – მეფეც დათანხმდა.

მსახური მივიდა ძაღლების მცველთან და უთხრა, რომ 10 დღის მანძილზე, თავად მოუვლიდა ძაღლებს. ამ დღეების განმავლობაში, მსახური აჭმევდა ძაღლებს, ასუფთავებდა და ყველანაირ კომფორტს უქმნიდა მათ.

10 დღის გასვლის შემდეგ, მეფემ ბრძანა, რომ მსახური ძაღლებისთვის ჩაეგდოთ. როდესაც ასე მოიქცნენ, ყველას გასაკვირად ნახეს, რომ ძაღლები მსახურს ფეხებს ულოკავდნენ.

მეფემ იკითხა: რა დაემართათ ჩემს ძაღლებს?!

პასუხი მსახურმა გასცა: ძაღლებს მხოლოდ 10 დღე ვემსახურე და მათ არ დაივიწყეს ჩემი ამაგი, თქვენ კი 10 წელი გემსახურეთ და ერთი შეცდომის გამო გადაუსვით ყველაფერს ხაზი.

პ.ს. ადამიანზე დაუნახავი ცხოველი არ არსებობს..... ველური ძაღლის მორჯულებაც კი შესაძლებელია

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი