იუმორი

დანომრილი ედუარდი

№23

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.06, 2022 წელი

გიგა ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

მთავრობის დაკვეთით, გიგა ლორთქიფანიძემ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეოდ მრავალსერიანი ფილმი გადაიღო.

ფილმი ჩვეულებისამებრ, ჯერ მთავრობას უნდა ენახა. ჰოდა, გადამღები ჯგუფი მთავრობის მოსვლას კინოსტუდიის ეზოში ელოდა. პირველი სერიის სათაური - „წიგნი ფიცისა“ გახლდათ. სტუმრების მოლოდინში გიგა მეორე სერიის სათაურს უტრიალებდა და „ნათელ მომავალს“ ანიჭებდა უპირატესობას. საუბარში ბიძინა კვერნაძე ჩაერთო: „ნათელი მომავალი” კი არა, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” დაარქვიო. ამ დროს მთავრობაც გამოჩნდა და ხალხში - „მოვიდა, მოვიდა!” გაისმა. იქვე მდგარმა იაშა ბობოხიძემ იკითხა, - ვინ მოვიდაო? ვინ მოვიდა და ედუარდიო, - უპასუხეს. - რომელი ედუარდი? - გულუბრყვილოდ დაინტერესდა იაშა. - ლუდოვიკო ხომ არ არის, რომ დაგინომროთო, - მიაგება ბიძინამ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი