იუმორი

არასასურველი გულშემატკივარი

№31

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.08, 2022 წელი

ალექსანდრე გოგინავა
დაკოპირებულია

ალექსანდრე გოგინავა ჰყვება: 

„2019 წელია და ლონდონში ევროპალიგის თამაშზე წავედი „არსენალსა“ და ლიეჟის „სტანდარტს“ შორის. თბილისიდან „არსენალის“ მაისური მქონდა წაღებული, რომელსაც ადებაიორი ეწერა. ძველი მაისური იყო და ვერ „მოვტვინე“, რომ იმ პერიოდისთვის „არსენალის“ ფანებს ეს ფეხბურთელი უკვე აღარ „ევასებოდათ“. მოკლედ, ავედი ტრიბუნაზე და „არსენალის“ სტაჟიან ფანებში მოვხვდი. ზურგზე კი მოსაცმელი მაქვს შემოხვეული და წარწერა არ ჩანს. მხიარული თამაში იყო. 22-ე წუთზე არსენალი 3:0-ს იგებდა. ფანები კი თან ალკოჰოლს სვამდნენ და კარგ განწყობაზე იყვნენ. დამცხა, მოსასხამი მოვიხსენი და ეს რომ ფანებმა დაინახეს, დაიწყო ჩემ მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც თანდათან ძლიერდებიდა. შესვენების შემდეგ ეს მაისური გავიხადე და ლონდონში ნაყიდი ნაცრისფერი მაისურის ამარა დავრჩი, რომელსაც ბურთზე შემდგარი ქათამი ეხატა – ანუ „ტოტენჰემის“ ემბლემა. თავიდან ვერც ეს გავაცნობიერე და როცა ზურგს უკან ჩემ მიმართ აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა, 64-ე წუთზე გამოვიპარე, თორემ შეიძლება, ტრიბუნიდან ცოცხალს ვეღარ გამომესწრო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი