იუმორი

ანეკდოტები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 21.01, 2021 წელი

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

😀
ქუთაისში ჩამოსახლებული სვანი წელს ზევით შიშველი შეშას ჩეხავდა. თოვს. მეზობელი მივიდა და ჰკითხა:
 – არ გცივაო? 
– არაო, – უპასუხა სვანმა. აიღო შეშა მეზობელმა და თავისი სახლისაკენ მიაქვს.
– რას შვრებიო, – გადაირია სვანი.
– შენ არ გცივა და მე მაინც გავთბები, ძმაო.

😀
– ძვირფასო, შარვალი მარტო დაბლა რატომ დააუთოვე? – ეკითხება ქმარი ცოლს.
– ხომ გთხოვე, უთოს ზონარი დამიგრძელე-მეთქი.

😀
კახეთში საახალწლო მასკარადია. მარო მიხოსთან მივიდა და ჩასჩურჩულა.
– მიხო, აგე, ის კაცი, ოტელოს ნიღაბში რომაა, მოსვენებას არ მაძლევს. როგორ მოვიშორო?
– ნიღაბი მაიხსენი!..

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი