იუმორი

ანეკდოტები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.09, 2022 წელი

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია


სტუმრები მომივიდნენ. ჩემი „შახმათი“ ჰქონდა მეზობელს, ჩემი 3,5 წლის ბიჭი გავაგზავნე მასთან და დავაბარე: მიდი რუსიკო დეიდასთან, მამას „შახმათი“ უნდა-თქო და გამოგატანს-მეთქი. იმავე სართულზე კარის მეზობელია. ამ დროს ჩემი ერთ-ერთი სტუმარი სადარბაზოში სიგარეტს ეწევა და გაგუდული შემოვარდა სიცილით. ძლივს მოვასულიერეთ. მისულა ჩემი გადარეული შვილი მეზობელთან და ეუბნება:

– რუსიკო დეიდა, რუსიკო დეიდა, მამამა შამახტიო!

***

სვანი ქუთაისიდან თბილისში მგზავრობს ავტობუსით. გზაში ჩათვლიმა. ხაშურს რომ გამოსცდნენ, მძღოლს გასძახა:

– შოფერ!, გააჩერე, ქუდი გადამივარდა!

– შენ, ძმაო, ქუთაისიდან გძინავს და სად ვეძებო ახლა მე შენი ქუდი?

სვანმა თავზე ხელი დაიდო და ბრძნულად დაასკვნა:

– არა, ახლოს იქნება გადავარდნილი, თავი ისევ თბილი მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი