იუმორი

ანეკდოტები

№39

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.10, 2021 წელი

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ქუთაისელების გემი უკვე რამდენიმე თვეა ზღვაშია გასული. ერთ დილას, გამოვარდა ჭიჭიკია და ბორტზე თავს ურტყამს. მოკლედ, თავს იკლავს. ბიჭიკიამ გააკავა:

რა მოგივიდა, ბიჭო? – ქალი მინდა, სექსი მომენატრა. – მერე, მაგაზე იკლავ თავს? აქ ქალს სად მოგინახავ, მაგრამ კუკურია-ბოცმანი ჩემზე იყოს. – მერე, იკისრებს მაგას კუკურია? – იკისრებს – მაშინ, ეგ ამბავი ჩემსა და შენს შორის უნდა დარჩეს – მოითხოვა ჭიჭიკიამ. – ეგრე არ გამოვა, ათმა კაცმა მაინც უნდა გაიგოს. – ეგ როგორ?! – როგორ და, მე ხომ მეცოდინება? – გეცოდინება. – შენ ხომ გეცოდინება? – მეცოდინება. – კუკურიასაც ხომ ეცოდინება? – კი, კი. ჰოდა, ეს უკვე სამია და, კუკურიას გაკავებას კი უნდა შვიდი კაცი.

***

ლუდის ბარში:

- უკაცრავად, გოგონა, თქვენ რომ ლუდი მომიტანეთ, კათხაში ბუზი დაცურავს.

- კარგით რა, ბატონო, რას დალევს მაგი იმდენს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი