იუმორი

აი, ასეთ ლექსებსაც წერდნენ, თან როდის ...

№4

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.02, 2023 წელი

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

ქუჩებს აფართოებენ,

ასწორებენ იწროებს,

ქუჩებს აფართოებენ,

სული შეავიწროეს...

***

მე დარდი მაქვს იმ უბნის,

იმ ქუჩის, იმ მიწისა,

შუბლი გამიფართოვდა,

როგორც ველი დიღმისა.

ვფიქრობ, მაინც ვერ მივხვდი,

სადაური წესია,

ვინც აქამდე კვნესოდა,

ისევ ისე კვნესიან.

ქათმებსა და კურდღლებსა

აჯგუფებენ ჯიშებად

ივარჯიშონ, რა მიდის

თუკი ევარჯიშებათ.

ქუჩებს აფართოებენ,

ვაი ასეთ სიფართეს,

აქ ქართველებს ვერ ვხედავ,

ვხედავ უცხო სიფათებს.

საფლავიდან მკვდრებს ჰყრიან,

დაღლილებს და ნასვენებს,

დასანგრევს აშენებენ

და ანგრევენ ნაშენებს.

ქუჩებს აფართოებენ,

ყვირიან და კივიან,

ქუჩებს აფართოებენ,

ესეც კოლექტივია?

ქუჩებს აფართოებენ,

ასწორებენ იწროებს,

ქუჩებს აფართოებენ,

სული შეავიწროეს.

იოსებ გრიშაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი