ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარი ბიოველით სხვაზე ზემოქმედება

№4

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.02, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ენერგეტიკული პოტენციალი ადამიანის უნარია: გამოიმუშაოს საკუთარი ენერგია, დააგროვოს ის, აითვისოს გარედან და ასევე, რაციონალურად გამოიყენოს. თუ ადამიანი ენერგიას სიკეთეს მოახმარს, უკან ორმაგად უბრუნდება, რაც ნიშნავს, რომ ენერგიას აგროვებს. ასევეა უარყოფითი ენერგიაც – თუ ნეგატიურ ენერგიას გასცემ, უკანაც ნეგატიური ბრუნდება – კარგავ ძალას, ჯანმრთელობას. როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებთ, სიკეთის ენერგია უკან გვიბრუნდება, შინაგანად გვავსებს ბედნიერებით, სიხარულით. ბედნიერი ადამიანი კი, ჰარმონიულია და მის გვერდით ყოფნა ყველას მოსწონს, თავს კომფორტულად გრძნობენ. საკუთარ თავში დარწმუნებული, ბედნიერი ადამიანი განსაკუთრებულ ძლიერ ენერგეტიკას ასხივებს და გარემომცველ სივრცეს პოზიტივით ავსებს. ადამიანის ძლიერი ენერგეტიკა გარშემო მყოფთათვის „აკუმულატორის“ ფუნქციას ასრულებს. მათ საკუთარი ბიოველით სხვებზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ. როცა უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანი გარშემო მყოფებშიც უარყოფით ემოციებს იწვევს, კერძოდ, დისკომფორტს, განგაშის, დათრგუნვის შეგრძნებას. ამ დროს სუსტი ენერგეტიკის ადამიანი შესაძლოა, ცუდადაც გახდეს.

ენერგეტიკული პოტენციალის მიხედვით, სხვადასხვაგვარი ადამიანი არსებობს:

*ენერგეტიკული სარკე: ასეთი ენერგეტიკის ადამიანისკენ მიმართული ენერგია, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, სუბიექტს უკანვე უბრუნდება, ანუ მას ენერგიის არეკვლა შეუძლია. ის კარგად ხვდება, ვინც არის და ცდილობს, უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანთან კონტაქტი არ ჰქონდეს.

*ენერგეტიკული ვამპირი: მისთვის საკუთარი ენერგეტიკის გაძლიერების ყველაზე მარტივი საშუალება სხვებისგან ენერგიის მიღებაა. აგრესიული, დაჟინებული მოთხოვნის ადამიანია, უარყოფით ენერგიას გამოსცემს. ენერგიის მისაღებად კი ყველაზე ხელსაყრელი მისთვის კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, ჩხუბი და სხვების დამცირებაა. ამის შემდეგ მისი განწყობა მკვეთრად იცვლება უკეთესობისკენ, ბევრად ენერგიული ხდება, გრძნობს ძალთა მოზღვავებას, რადგანაც სხვისი ენერგია უკვე კარგად შეიწოვა.

*ენერგეტიკული კედელი: ძლიერი ენერგეტიკის ადამიანია, თითქოს ჯავშანს ატარებს და ნებისმიერ უსიამოვნებას ისხლეტს. თუმცა, მის მიერ ასხლეტილი უარყოფითი ენერგია, შესაძლოა, ამ ენერგიის გამცემზე კი არა, მის გვერდით მდგომ, ნებისმიერ, სხვა ადამიანზე გადავიდეს.

*ენერგეტიკული ტკიპა: ენერგიას პირდაპირ არ იღებს, მაგრამ სხვა ადამიანების ცხოვრებისეულ სივრცეში შეღწევასა და იქ, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩენას ცდილობს. დაბალი, ცუდი ენერგეტიკის მატარებელია და სხვების ენერგიას თანაგრძნობის, რაიმე მორალური დახმარების, რჩევების სახით იღებს. ადამიანებს ირიბი გზებით აიძულებს მასთან კონტაქტს და ასე „იკვებება“ მისი ენერგიით.

*ენერგიის მშანთქმელი: მგრძნობიარეა და უყვარს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, სხვის ენერგიაზე ზემოქმედება. შთანთქავს როგორც უარყოფით, ისე დადებით ენერგიას. უმიზეზოდ ნაწყენდება, მაგრამ წყენა მალევე ავიწყდება. აქტიურად ერთვება სხვების პრობლემებში და გარშემო მყოფთა ბიოველზე დადებითად ზემოქმედებს, მაგრამ დაჩქარებული ენერგოცვლა თავად მასზე მოქმედებს უარყოფითად.

*ენერგეტიკული თვითგამანადგურებელი: ჩაკეტილია საკუთარ თავში. არ შეუძლია ენერგიის თავის სასარგებლოდ გადანაწილება და იმავე დროს, ენერგიის ნეგატიურ მარაგს ქმნის. ზედმეტი ცნობისმოყვარეობა ახასიათებს. ამ თვისების გამო ხშირად ბევრ უსიამოვნებაში ეხვევა.

*ენერგეტიკული ფილტრი: ძლიერი ენერგეტიკა აქვს, შეუძლია, „გაატაროს“ დიდი რაოდენობით როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ენერგია. ასეთი ადამიანი ხშირადაა წარმატებული.

*ენერგეტიკული შუამავალი: კარგად ფლობს ენერგიის გაცვლის მეთოდს. თუ ასეთ ადამიანს ნეგატიურ ინფორმაციას გაუზიარებთ, ანუ გადასცემთ უარყოფითი ენერგიის ნაწილს, ის მიღებულ უარყოფით ენერგიას ვერ უმკლავდება და ინფორმაციას სხვას გადასცემს. იგივე ხდება დადებითი ენერგიის გადაცემისასაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი