ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№6

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 18.02, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 7 დეკემბერს, დილით. რომელი პროფესიაა მისთვის წარმატების მომტანი და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან ურჩევთ დაოჯახებას, რათა სამომავლოდ პრობლემები აიცილოს თავიდან?

პასუხი: მისთვის კარგია ოჯახის შექმნა სასწორის, ვერძის, მერწყულისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. პროფესიებიდან კი მისაღები და წარმატების მომტანია სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული და ადმინისტრაციული საქმიანობა, მანქანათმშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, საინჟინრო საქმე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სპორტი, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმე; მედიცინიდან – ფსიქოთერაპია, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია. ასევე, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, სადაზღვევო კომპანიები, პედაგოგიკა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ასტროლოგია.
კითხვა: დავიბადე 2004 წლის 11 მაისს. რომელი პროფესია იქნება ჩემთვის მისაღები და რომელ ნიშანთან მირჩევთ ოჯახის შექმნას?
პასუხი: თქვენთვის კარგია ოჯახის შექმნა მერწყულის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის, თევზებისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. პროფესიებიდან კი მისაღებია: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, სოციოლოგია, ავიაცია, შემოქმედება ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, აუდიო, კომპიუტერული, პროგრამული, მობილური და ვიდეოსისტემები. წინაღობების გადალახვის შემდეგ წარმატება, ასევე, გელით შემდეგ სფეროებში: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, საკონდიტრო ინდუსტრია, სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, მშენებლობის ფართო სპექტრი.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 13 მარტს. მაინტერესებს, რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები, რომ წარმატებას მივაღწიო?
პასუხი: თქვენთვის სასურველი პროფესიებია: იურისპრუდენცია, საბანკო, ეკონომიკური, კომპიუტერული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, გასართობი ინდუსტრია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, სტომატოლოგია.
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 26 აპრილს, დილის საათებში. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არის ის, რომ იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მებრძოლი სულისკვეთების. დაეყრდენით ინტუიციას. ისწავლეთ საიდუმლოს შენახვა. გამოიყენეთ დიპლომატიურობა, იყავით სამართლიანი. ყოველივე ეს თქვენი კარმული მისია და წარმატებების მომტანი ფაქტორებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი